28.08.2026 18:05
ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩემი სათქმელი ეს იქნება - ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად. ვიცი, რასაც ვამბობ და თქვენც მიხვდებით, რაზე არის საუბარი, თქვენ თუ არა, ადრესატები მიხვდებიან და ვიყოთ ჭკვიანად, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვაზე, ქადაგებისას განაცხადა.
სასულიერო პირი კითხვას სვამს, ვისი საქმე კეთდება - ერთი მხრიდან „რუსებოს", ხოლო მეორე მხრიდან „აგენტებოს" დაძახებით.
„დიდი ხანია გაყუჩებული ვარ და არაფერს ვამბობ. ვფიქრობ, ჩემი იმით [საუბრით] სახელმწიფო ან რამე არ დავაზიანო. ხშირად ვამბობთ, შევრიგდეთ, გავერთიანდეთ და შეხედეთ - ერთი მხრიდან არის ის „რუსები", „რუსები" - რუსებს ეძახიან ვიღაცებს, მეორე მხარე იძახის, „აგენტები", „აგენტები", „აგენტები" - რეალურად, ამით შევრიგდებით? ვის საქმეს ვაკეთებთ, ხომ?!
მარტივად აგიხსნით, თუ იმის შნო არ გქონდა, რომ მარტივად დაილაპარაკებ, ეს იქნება შენი ოკუპანტი, თუ არა ოკუპანტი, ნებისმიერთან უნდა შეგეძლოს დალაპარაკება, რომ შენი ინტერესი გაატარო. თუ ყველას ვერ დაელაპარაკე, მსოფლიო დიდია და შეგვჭამენ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობმა ასევე ერთიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ქართველები ძალიან წინ უნდა ვიყოთ და სანამ ერთმანეთს დავჭამთ, ვერ ვიქნებით წინ. ეკლესია როცა ამბობს, რომ შევრიგდეთ და გავერთიანდეთ - ვისაც არ უნდა შერიგება, თქვას. ნებისმიერმა მხარემ თქვა და ზოგი ისეთია, თუ ვერ შეიგნო, რომ დამნაშავეა და შენდობა არ ითხოვა, უბრალოდ, ჩვენ ქრისტიანები იმას ვიზამთ, რომ იმას არ შევეხებით", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისივე თქმით, ეკლესია ყოველთვის იქ იდგა, სადაც ღმერთს სჭირდებოდა.
„ეკლესია საქართველოსთვის ყოველთვის დადგება, უბრალოდ, არ გვინდა, ჩვენ მხარე ვერ გავხდებით, მაგრამ გვინდა, რომ ერთმანეთთან პატივისცემა იყოს, ეს სულელური რაღაცები არ გრძელდებოდეს და გავჩერდეთ. ვინმე თუ კიდევ დააპირებს ჩემზე პასუხის გაცემას, ვანახებ, როგორ უნდა პასუხის გაცემა, როგორც უნდათ ისე მიიღონ. ქართველები ვართ და დაგვაცადონ წესიერად ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში.
გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ ისინიც ხომ ჩვენნაირმა უნდა აგირჩიონ, ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩემი სათქმელი ეს იქნება - ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად. ვიცი, რასაც ვამბობ და თქვენც მიხვდებით, რაზე არის საუბარი, თქვენ თუ არა, ადრესატები მიხვდებიან და ვიყოთ ჭკვიანად....
არავის ეგონოს, რომ რამეს გავატარებთ. ქართველები ვართ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და გონზე მოვიდეთ. გონზე მოვიდეთ და ეს მასკარადები აღარ გვჭირდება, თორემ, რაც მითქვამს არ გამართლებულა? დღემდე, სამწუხაროდ, სწორი მოქცევა ვერ ვისწავლეთ, ვერც ერთმანეთთან, ვერც ღმერთთან და ვერც მოყვასთან", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ავტორ(ებ)ი :