დადიანების სასახლეთა მუზეუმი International Travel Awards 2026-ის გამარჯვებული გახდა 10.08.2026 18:23

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულმა მუზეუმმა International Travel Awards 2026-ის ჯილდო მოიპოვა და საქართველოს საუკეთესო არქიტექტურულ-ისტორიულ მუზეუმად დასახელდა - "Best Historical and Cultural Museum in Georgia" კატეგორიაში.


დადიანების მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, International Travel Awards საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში გამორჩეულ მუზეუმებს, კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, ტურისტულ კომპანიებს, სასტუმროებს, ავიაკომპანიებსა და სხვა ორგანიზაციებს აჯილდოებს. კონკურსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ვიზიტორთა გამოცდილებას, მომსახურების ხარისხს, სტუმარმასპინძლობის სტანდარტს და იმ შთაბეჭდილებებს, რომელსაც კონკრეტული ორგანიზაცია დამთვალიერებელზე ახდენს.

 

"დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისთვის ამ ჯილდოს მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მუზეუმი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსია, სადაც ერთმანეთთან არის დაკავშირებული საქართველოს ისტორია, არქიტექტურა და ხელოვნება. ჯილდო კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეს მემკვიდრეობა საინტერესო და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი დამთვალიერებლებისთვისაც.

 

International Travel Awards-ის მასშტაბს მისი გამარჯვებულების სიაც ადასტურებს. სხვადასხვა წლებში ჯილდო მიღებული აქვთ ისეთ ცნობილ საერთაშორისო ბრენდებსა და ტურისტულ ობიექტებს, როგორებიცაა Ferrari World Abu Dhabi, Warner Bros. World Abu Dhabi, W Verbier Switzerland და Radisson Blu".-აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ