09.08.2026 21:43
მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების დადგენილი ტესტირებები, - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.
გივი მიქანაძის თქმით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ემსახურება თანასწორობას, მოსწავლეთა უსაფრთხოებას, სასკოლო კულტურის განვითარებას და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას.
"ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სასკოლო ფორმის ხარისხი იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ხელმისაწვდომობა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი.
მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების დადგენილი ტესტირებები და სრულად აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
ტესტირების შედეგები ადასტურებს, რომ ფორმა უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, ხოლო მასალა არის გამძლე და პრაქტიკული, გათვლილი ყოველდღიურ აქტიურ გამოყენებაზე", - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ავტორ(ებ)ი :