სეტყვა, წყალმოვარდნები და მეწყრული საფრთხე - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს 29.07.2026 18:21

 

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესებისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აფრთხილებს.

უწყების ცნობით, 30 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ხოლო ჩრდილოეთით მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ნალექი.

ასევე, მოსალოდნელია: ელჭექი, სეტყვა და ნისლი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს.

საფრთხის დონე საშუალოდაა შეფასებული.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ