29.07.2026 14:21
სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რესტორანი „თევზის სახლი" (მისამართი: ქ. ფოთი გურიის ქ. N11) არაგეგმურად შეამოწმეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ასევე დარღვეული იყო მომხმარებლისთვის ზღვის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, მიკვლევადობის მოთხოვნები და ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
კანონმდებლობის შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები. მომხმარებლის ინტერესების დაცვის და უვნებელი სურსათის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.
ავტორ(ებ)ი :