საქართველოში დასასვენებლად ჩამოსული 23 წლის ლიეტუველი ტურისტი კლინიკაში გარდაიცვალა 11.07.2026 14:36

საქართველოში დასასვენებლად ჩამოსული 23 წლის ლიეტუველი ტურისტი კლინიკაში გარდაიცვალა. ლიეტუვური მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბიჭი საქართველოში დედასთან ერთდ, 14 მაისს ჩამოვიდა და მოგზაურობის მეორე დღესვე მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.

 

კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მას ორმხრივი მწვავე პნევმონია და ორგანიზმის უმძიმესი ინტოქსიკაცია დაუდგინდა, რის გამოც ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს. რა გახდა გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

 "თვითონვე თქვა, ალბათ ამ ქვეყნის საკვებმა მაწყინაო. თუმცა, ჩვენ ჯგუფთან ერთად ვმოგზაურობდით, ყველანი ერთნაირად ვიკვებებოდით და სხვა არავის არანაირი სიმპტომი არ გამოვლენილა. თავდაპირველად კუჭისა და მონელების წამლები მივეცი, მაგრამ სულ უფრო უარესდებოდა - მთლად გათეთრდა, სანთელივით გახდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, საავადმყოფოში წავსულიყავით", - ამბობს ლიეტუვურ მედიასთან ბიჭის დედა

 მისი თქმით, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ექიმებმა მის შვილს ანალიზები და ულტრაბგერითი კვლევა ჩაუტარეს, გარკვეული ცვლილებები შეამჩნიეს და კუჭი ამოურეცხეს, თუმცა ბიჭის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

 "ექიმების ვერსიით, შესაძლოა მას რომელიღაც უცნობი ვირუსი შეეყარა. გვითხრეს, რომ ორგანიზმი უმძიმესად იყო ინტოქსირებული, მისი მდგომარეობა სწრაფად უარესდებოდა, ჩემი შვილი დამოუკიდებლად ვეღარ სუნთქავდა, რის გამოც მედიკოსებმა ის ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს" ამბობს ბიჭის დედა

 მისივე თქმით, ივნისის შუა რიცხვებში 23 წლის ახალგაზრდა ექიმებმა კომიდან ხელოვნური გამოიყვანეს, თუმცა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ბიჭი სრულად პარალიზებული იყო და არც საუბარი შეეძლო. დედის თქმით, ამ პერიოდში მისი შვილის ორგანიზმში სეფსისი განვითარდა და ინფექცია ფილტვებიდან სხვა ორგანოებზე გადავიდა

 როგორც მედია წერს, გარდაცვალებამდე ბიჭის ოჯახმა მკურნალობისა და სამშობლოში რეანიმაციული თვითმფრინავით ტრანსპორტირებისთვის თანხის შეგროვება დაიწყო. ლიეტუვის საელჩო ამჟამად პროცედურების მოგვარებაზე მუშაობს, რათა ცხედრის სამშობლოში გადასვენება მალე მოხდე 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ