07.07.2026 23:25
8 ივლისს ქუთაისში წვიმის ალბათობა დიდი იქნება, დღისით +29 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
სოხუმშიც ნალექიანი დღეა, +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც ნალექიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +13 იქნება.
ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +26 იქნება დღისით, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიან დღეს ელოდებიან გორშიც, დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.
ომალოშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით +18 ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
იწვიმებს თელავშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.
იწვიმებს გურჯაანშიც, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში ნალექიანი დღე იქნება, დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში იწვიმებს. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
ავტორ(ებ)ი :