6 ივლისის ამინდის პროგნოზი 05.07.2026 22:33

 

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:  დაბლობში ღამით +17, +22°,  დღისით +25, +30°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით  +24, +29°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +22, +27°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +15, +20°, დღისით  +27, +32°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +6, +11°,  დღისით +14, +19°, ზოგან +23°-მდე.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ