ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება, გახსოვდეთ, თქვენი ცოდნით, მიღწევებით ყოველთვის საქართველოს სამსახურში უნდა დარჩეთ -მიხეილ ყაველაშვილი 02.07.2026 12:28

ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება. ამ დღემდე დიდი შრომით, მონდომებითა და მიზანდასახულობით მოხვედით და ახლა გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები სათანადოდ წარმოაჩინოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ყაველაშვილი აბიტურიენტებს წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას უსურვებს.

 

„გჯეროდეთ საკუთარი თავის, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავდაჯერება. სწორედ ეს დაგეხმარებათ გაწეული შრომის ღირსეულ შედეგად გარდაქმნაში.

 

ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებულ, მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდებს გეკუთვნით. მჯერა, თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წარმატების ღირსეული თანამონაწილე იქნებით.

 

გისურვებთ წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას. გახსოვდეთ, თქვენი ცოდნით, პროფესიონალიზმითა და მიღწევებით ყოველთვის საქართველოს სამსახურში უნდა დარჩეთ. ესაა თითოეული ქართველის მისია", - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ