კვირა, 20 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა 11.05.2020 13:33

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ე.წ. სანიტარული სამსახურის უფროსმა, ანა გაგლოევამ განაცხადა.

 

„რეგისტრირებული შემთხვევები 23-ს შეადგენს. ბოლო გამოვლენილი პაციენტი რუსეთის ფედერაციის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია“, - განაცხადა გაგლოევამ.

 

მისივე თქმით, ამ დროისთვის „რესპუბლიკაში“ 193 პირი ექიმების დაკვირვების ქვეშ, კარანტინში იმყოფება.

 

აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა შორის 15 კურსანტია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ