კვირა, 20 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა 06.05.2020 13:22

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რესი" ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსი მამაკაცს აღმოაჩნდა, რომელიც ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“ 30 აპრილს რუსეთის ფედერაციიდან შევიდა.

 

„ის კარანტინში იმყოფებოდა, რა დროსაც დაუფიქსირდა ტემპერატურა და ვირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი ინფექციურ დაავადებათა კლინიკაში იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული,“- აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის მთავარი სანიტარული ექიმი მარინა კოჩიევა.

 

მისივე თქმით, დაინფიცირებული პირის ყველა კონტაქტი გამოვლენია და იზოლაციაში იმყოფებიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ