სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ოსური მედიის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა შეიწყალა 28.12.2019 12:41

sputnik-ossetia-ს ინფორმაციით, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. გამოცემის ცნობით, ბიბილოვმა ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა.

 

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ