07.07.2026 12:50
აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხე გამოცხადდა, ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.
საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ ე.წ საჰაერო თავდაცვის (ПВО) ძალები და შეიარაღებული ძალების მორიგე დანაყოფები, თუმცა მოქალაქეებს მოუწოდებენ, დატოვონ ღია ადგილები, საფრთხის შესახებ გააფრთხილონ გარშემომყოფები, არ იმყოფებოდნენ უპილოტო აპარატების პირდაპირი ხედვის არეალში და არ ეცადონ დრონების საკუთარი ძალებით ჩამოგდებას.
ივნისის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ რუსეთის ტერიტორიებზე დრონების მასშტაბური თავდასხმის დროს აფხაზეთის თავზე ჩამოგდებული იყო უკრაინული უპილოტო აპარატები.
ავტორ(ებ)ი :