ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
GE EN RU
„გიგი უგულავა უარს არ აცხადებს საქმეში მონაწილეობაზე, მას ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემა, მხედველობის დაზიანება აქვს, მკურნალობას გადის" 12.12.2019 20:17

"ევროპული საქართველოს" ბრალდებული წევრის, გიგი უგულავას ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, გიგი უგულავას ინციდენტის შემდეგ მხედველობის პრობლემა შეექმნა და ის მკურნალობას გადის. ადვოკატმა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან ის საქმის მასალებს არ იცნობს და ამასთან, თუკი, მოსამართლე სხდომას ხვალისთვის გადადებდა, გიგი უგულავაც დაესწრებოდა. "გიგი უგულავა უარს არ აცხადებს საქმეში მონაწილეობაზე, მას ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემა, მხედველობის დაზიანება აქვს, მკურნალობას გადის", - განაცხადა კომახიძემ. ადვოკატის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე და განმარტა, რომ საქმის გადადება მიზანშეწონილი არ იყო.

 

მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სხდომა ხვალის ნაცვლად, მხოლოდ ნახევარი საათით გადადო.​

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ