11.12.2019 21:10
ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, სპეცოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და სპეცრაზმი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ცინცაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge