პარასკევი, 27 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ბათუმში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გავათავისუფლეთ, ზარალის ანაზღაურებას კი, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, უეფა „ბეშიქთაშს“ დააკისრებს - სულხან თამაზაშვილი 27.11.2026 17:17

 

ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები მოგვიანებით გათავისუფლდნენ, თუმცა ამ საქმეზე აუცილებლად იქნება შედეგები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, „ბეშიქთაშსა" და „ჰაპოელ ბეერ შევას" მასპინძელი იყო თურქული მხარე და, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ზარალის ანაზღაურება თურქულ მხარეს დაეკისრება.

„ადმინისტრაციული წესით ყველა დაკავებული გავათავისუფლეთ. ეს არის განსხვავებული მოვლენა, რადგან სპორტული ღონისძიებების ფარგლებში, მე აღვნიშნე, მათ შორის გუშინდელ სატელეფონო საუბარშიც ისმის, არის ასეთი პრაქტიკა, ქომაგებს აქვთ განსაკუთრებული აგრესია და ემოციები. საზოგადოებრივ წესრიგს ყოველთვის იცავს პოლიცია და პოლიციის პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ჩვენმა ოთხმა თანამშრომელმა დაზიანებები მიიღო. მოხდა რეაგირება, იქნენ დაკავებულები ადმინისტრაციული წესით, თუმცა მოგვიანებით ისინი გავათავისუფლეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ადმინისტრაციულ წარმოებაზე იქნება შედეგები.

ეს ჩემი კომპეტენციას ცდება, თუმცა გუშინ მასპინძელი იყო თურქული მხარე, თამაში ორგანიზებული იყო „ბეშიქთაშის" მიერ, შესაბამისად ზარალის ანაზღაურებას „უეფა", არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, დააკისრებს მათ", - განაცხადა თამაზაშვილმა.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ