ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა 25.11.2026 11:55

31 წლის ილია ისაევი, რომლის ბინაშიც ქვემო ფონიჭალაში, აფეთქება მოხდა, გარდაიცვალა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ადასტურებს.

 

31 წლის მამაკაცი კლინიკაში აფეთქების დღეს, 19 ნოემბერს  შეიყვანეს.

 

მას სხეულის 87%-იანი დამწვრობა და სასუნთქი გზების მძიმე პრობლემები აღენიშნებოდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

 

19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში კორპუსის აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – ორი არასრულწლოვანი.

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ