სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
თბილისში, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა 24.11.2026 14:33

 

ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტი ავტომობილის პარკირების გამო დაიწყო, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

 

 ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, დარტყმის შედეგად წაიქცა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება მიიღო. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვეღარ შეძლო.

 

საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციამ ჩხუბში მონაწილე პირები და თვითმხილველები განყოფილებაში გადაიყვანა.

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ