20.10.2026 01:11
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს.
„აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა. საქმე 15 წლის გოგონას ეხება.
როგორც გამოცემა წერს, შემთხვევის დროს არასრულწლოვანი სახლში მამასთან ერთად მარტო იმყოფებოდა, დედა კი სამსახურში იყო. მოზარდმა მომხდარის შესახებ დედას ტელეფონით შეატყობინა, რის შემდეგაც ქალმა პოლიციას მიმართა.
საქმეზე დაიკითხნენ არასრულწლოვანი, მისი დედა და ბრალდებული. მოზარდს ფსიქოლოგიური დახმარებაც გაუწიეს. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-141 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიერ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ფაქტზე გამოიკითხვა ჩატარდა და დაინიშნა ექსპერტიზაც.