ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
GE EN RU
"კანონით დადგენილ ვადაში განაჩენი გასაჩივრდება სააპელაციო წესით" - გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი 16.09.2026 19:04

თბილისის საქალაქო სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა რეპლიკების უფლებით ისარგებლეს, საბოლოო სიტყვა თქვა გრიგოლ ლილუაშვილმაც, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.

დაცვის მხარე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში პირველი ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტს მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"თქვენ იცით, რომ დაცვის მხარეს მოლოდინი ჰქონდა გამამართლებელი განაჩენის და ეს მოლოდინი მხოლოდ დამყარებული იყო იმაზე, რომ საქმეში რეალურად არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ბატონ გრიგოლ ლილუაშვილის არ ჩადენილ დანაშაულს დაამტკიცებდა.
ბუნებრივია, დაცვის მხარე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მიმართავს, კანონით დადგენილ ვადაში განაჩენი გასაჩივრდება სააპელაციო წესით," - აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, ლანა ცერცვაძე.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ