ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ნია იმნაძის ადვოკატი დამცინოდა შვილის სიკვდილისთვის და ის ამისთვის პასუხს აგებს - ეკა კუპატაძე 10.09.2026 22:17

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, ერთ-ერთი ბრალდებულის, ნია იმნაძის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში დასცინოდა.

 

"ლეკიშვილის (ცოლი) სასამართლოს დარბაზში სათვალეებით იღებდა. სათვალეები, რითაც იღებდა, გააძევეს, ჩამოართვეს და შემდეგ ისევ შემოუშვეს. ლეკიშვილი არის შეურაცხადი. ამას ვამბობ დღევანდელი სასამართლო პროცესიდან გამომდინაე. ბოროტი რომ იყო ვიცოდი, მაგრამ შეურაცხადია. სასამართლო პროცესზე ლეკიშვილი უშნოდ იცინოდა, უტეხად მიყურებდა. ლეკიშვილი არის შეურაცხადი, ის აუცილებლად ფსიქიატრს უნდა ვაჩვენო. ანასტასია ბერუაშვილზეც მინდა ვთქვა, ჩემი აზრით, ეს გოგოც შეურაცხადია, იმიტომ მეჭყანებოდა სასამართლო პროცესზე. ნუ ნია იმნაძეს ჩემთვსი არ ეცალა, ის გარეთ აგზავნიდა კოცნებს. ანასტასია ბერუაშვილზე სერიოზულად აფრენს, ხოლო გიორგი ლეკიშვილი არის უსაბუთო გიჟი.

 

ეს არ იყო უბრალო სასამართლო პროცესი. გარდაცვლილია, მოკლულია, უდანაშაულო ახალგაზრდა და საბრალდებო სკამზე იყვნენ ამ მკვლელობის ფიგურანტები და მათი ადვოკატი იცინოდა მთელი პროცესის განმავლობაში შერუაცხადად, უტეხად მიყურებდა. მეც ვუსწორებდი თვალს, გვერდზე არ ვიყურებოდი.

 

მანდატური შემოვიდა სასამართლო პროცესზე და თქვა, რომ შეამჩნიეს, ლეკიშვილი იყენებდა ტელეფონს, არ ვიცი „ლაივს" უშვებდა თუ იწერდა, მაგრამ მანდატური შემოვიდა შენიშვნით. ლეკიშვილი, ჩემი აზრით, არის შეურაცხადი, დამცინოდა შვილის სიკვდილისთვის და ის ამისთვის პასუხს აგებს, ვფიცავ დედიკო, ლეკიშვილი დღევანდელი სიცილისთვის პასუხს აგებს. მე რომ ნია იმნაძის ჩანაცვლება [ციხეში] დამჭირდეს, ლეკიშვილს მაინც ვაგებინებ პასუხს იმ სიცილისთვის, რომელიც დრეს არ შეუწყვიტავს სასამართლო პროცესზე", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ