პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი - ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა, შესაბამისად, ვერც პაემანი ჩაინიშნებოდა 02.09.2026 17:50

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე „მტკნარ სიცრუეს" უწოდებს სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა.

როგორც პატარიძე განმარტავს, ღარიბაშვილს დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული პაემნების ლიმიტი სრულად აქვს ამოწურული.

,,სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს პენიტენციურ სამსახურს განმარტების გაკეთება მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ვითომდა გაუქმებულ პაემანთან დაკავშირებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე გამომდინარე იქიდან, რომ მას სრულად აქვს №12 პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული პაემნების ლიმიტი ამოწურული", - განაცხადა გიორგი პატარიძემ, რომლის კომენტარსაც პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მისივე თქმით, მსჯავრდებულ ღარიბაშვილთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორს არც დამატებითი პაემნით წახალისების თაობაზე გამოუცია სამართლებრივი აქტი, შესაბამისად, პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა.

,,აქვე განვმარტავ, რომ დაწესებულების დირექტორს სრული უფლება აქვს გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი მსჯავრდებულის პაემნით წახალისებასთან მიმართებაში, თუმცა ამ შემთხვევაში მსგავსი აქტი გამოცემული არ ყოფილა და შესაბამისად, ვერც პაემანი იქნებოდა ჩანიშნული", - განაცხადა გიორგი პატარიძემ და მოუწოდა ყველას თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ