პოლიციამ ქარელის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავა 29.08.2026 16:44

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

მიღებული დაზიანების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ