28.08.2026 19:55
ავლაბარში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია შუახნის მამაკაცი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შემთხვევა ბარათაშვილის სკვერში ცოტა ხნის წინ მოხდა.
თუ რა გახდა აღნიშნული დანაშაულის მიზეზი, ჯერ უცნობია. ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება „სპარში" დაიწყო.
, პირი, რომელმაც ავლაბარში მამაკაცი მოკლა, იდენტიფიცირებულია, პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორ(ებ)ი :