ავლაბარში მკვლელობა მოხდა 28.08.2026 17:55

 

ავლაბარში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია შუახნის მამაკაცი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შემთხვევა ბარათაშვილის სკვერში ცოტა ხნის წინ მოხდა.

თუ რა გახდა აღნიშნული დანაშაულის მიზეზი, ჯერ უცნობია. სავარაუდო დამნაშავე ამ ეტაპისთვის დაკავებული არ არის. ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება პარკში დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ