„არ არსებობს პატიმრობის შეცვლის საფუძველი” - ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება 25.08.2026 14:00

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე იმსჯელა.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, მოსამართლის, ფიქრია სექტურაშვილის თქმით, „არ არსებობს პატიმრობის შეცვლის საფუძველი".

დღევანდელ პროცესს თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დასწრებია.

ღარიბაშვილს ახალი ბრალდება თანამდებობის პირის მიერ ჯგუფურად დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე, გუშინ წარუდგინეს.

პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში, უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ხელზე 750 000 ლარი აიღო, საერთო ჯამში კი, სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ