„წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს 18.08.2026 17:14

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,წითელი ხიდის" საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

საქართველოს მოქალაქეს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი „პარაფერინი" (240 კაფსულა) სამგზავრო ჩანთებში ჰქონდა განთავსებული.

შემდგომი რეაგირების მიზნით საქმე გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ