პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე 18.08.2026 11:01

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე, დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულის მიერ მალულად შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება - 109 აბი „პრეგაბალინი".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ