ტრაგედია ჩაქვში - მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 16.08.2026 21:40

 

„აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.

ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 257-ე მუხლით დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილი სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შემთხვევის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ