27.07.2026 00:22
შსს-ს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ათი პირი დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ათი პირი, რომლებსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ.
გარდა ამისა, ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს.
პოლიციელებმა აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო 173-ე მუხლი სამართალდამცველის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას.
თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივისტები თორნიკე თოშხუას დაკავების შემდეგ მივიდნენ. მათ ანალოგიური შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში, რაც თორნიკე თოშხუას. ასევე, სკანდირებდნენ ანალოგიური შინაარსის ფრაზებს. თორნიკე თოშხუა თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი უწმაწური სიტყვებით იყო მოხსენიებული, რა დროსაც სამართალდამცველებმა ის წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.
ავტორ(ებ)ი :