რევაზ ელიზბარაშვილს, რომლის შეჯახების შედეგადაც გორში ქვეითად მიმავალი დედა-შვილი დაიღუპა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა 15.07.2026 21:40

რევაზ ელიზბარაშვილს, რომლის შეჯახების შედეგადაც გორში ქვეითად მიმავალი დედა-შვილი დაიღუპა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა | გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა.  დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 დაღუპულების ოჯახის ახლობლები კი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ და შსს-ს მიმართავენ: "სატრანსპორტო წესების დარღვევის" მუხლით რომ აღძარით საქმე შსს, გგონიათ შევარჩენთ? 109-ე მუხლით უნდა დაიწყოს ძიება! ორი უდანაშაულო ადამიანი მოკლა! დიახ, განზრახ მოკლა! თან ნარკოტიკი რომ მოიხმარა და თან ფეხზე ვერ დგებოდა პოლიციაში რომ მიათრიეს ეგ გარეწარი! 16 წთ-ში 3 ჯარიმა რომ დაეწერა, პატრულმა რატომ არ დააკავა?..."  გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ქალსა და მის მცირეწლოვან შვილს ავტომობილი 13 ივლისს საღამოს შეეჯახა. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, 3 წლამდე ბავშვი კი მეორე დღეს დაიღუპა. ავტომობილის მძღოლი შემთხვევის დღესვე დააკავეს 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ