პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ძარცვის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა 11.07.2026 11:04

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

ბრალდებულები, თბილისში, გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის პირად ნივთებს და თანხას.

სამართალდამცველებმა ისინი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ