05.07.2026 11:23
ახალციხეში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა - დაშავებულია 4 პირი. ინფორმაციას Tok2Region ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ რუსთაველის 42-ში მოხდა. გამოცემის ცნობით, ორი დაშავებული ადგილობრივ კლინიკაში, ორი კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც მოქალაქეები ადგილობრივ მედიასთან ამბობენ, აფეთქება შუქის ანთების დროს მოხდა და ის სავარაუდოდ ჭერში დაგროვილმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
შსს-მ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
ავტორ(ებ)ი :