24.10.2026 17:26
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს.
ფიცის დადების ცერემონიაზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი, სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის იუნკრებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მათ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მანუჩარ დვალიშვილმა სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა.
ღონისძიებაზე წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იუნკრებმა გაიარეს ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი, რაც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. მომავალი ოფიცრები კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურის უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სმინისტრო ავრცელებს.