პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა „ტვიტერზე“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასადმი გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა 16.12.2019 22:32

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა თავის „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასადმი გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა. აღწერაში კინზინგერი წერს: „როგორც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, მე და გერი კონოლმა ეს წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გავუგზავნეთ, რომელიც ეხება, გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ იმ პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ქართველ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებას პირობა ჰქონდათ მიღებული“.

 

წერილი, რომელიც ა.წ. 13 დეკემბრით არის დათარიღებული, გიორგი გახარიასადმი მიმართვით იწყება და ხაზს უსვამს, რომ კონგრესმენები კინზინგერი და კონოლი შეშფოთებულნი არიან, რომ საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ