პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
"ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციას ამოფარებული გავლენის აგენტები არიან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სახელმწიფოს ინტერესებს" 16.12.2019 17:18

ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციას ამოფარებული გავლენის აგენტები არიან, რომლებიც უამრავ ფულს  საზღვარგარეთიდან ღებულობენ და მათი საქმიანობა, ჩემი აზრით, პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. ისინი ქმნიან ისეთ ვითარებას, რომ ფსევდოლიბერალ ძალებს, რომლებიც მათ აფინანსებენ, ჰქონდეთ შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლების მანიპულაციის, იმ მიმართულებით, როგორც მათ სჭირდებათ,- ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში განაცხადა.

 

გოგა ხაინდრავას თქმით, ამის მაგალითია ეკა გიგაური, რომელიც პირდაპირ ცილს სწამებს ქართულ სახელმწიფოს, დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს აბსოლუტურად დაუსაბუთებლი ბრალდებებით.


„ყველაფერი აგებულია სიცრუეზე, მათ შორის ეკა გიგაურის დაცვის ხაზიც. ჩვენი სასამართლო პროცესი უკვე მე-4 წელია გრძელდება. მისი ადვოკატი ცდილობს, საქმე წარადგინოს ისე, რომ თითქოს მე ვადანაშაულებ აქციის დარბევაში.  ეს არასდროს მითქვამს. მას არ მიუღია დარბევაში მონაწილეობა, თუმცა წაახალისა და პრემიები მისცა იმ კაციჭამიებს, ვინც 7 ნოემბერს ხალხი დაარბია და სისხლში ჩაახრჩო ქართული საზოგადოების პროტესტი. შემდეგ თვითონაც მიიღო რიგგარეშე წოდება ხელმძღვანელისგან, რომლის უშუალო პროტეჟე გიგაური იყო.  ვგულისხმობ ანზორ ბიწაძეს. ეს ბრძანებები ხელში მქონდა და გადავეცი სასამართლოს“.


როგორც გოგა ხაინდრავა აცხადებს, საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის დიდი მცდელობაა.


„საია“, კოჟორიძე, ნაცვლიშვილი, - პოლიტიკოსები არიან, თუმცა ისე ინიღბებოდნენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს ყველაფერი გაცხადდა. ისინი პირდაპირი სატელიტები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ და მათ ინტერესებს ემსახურებოდნენ, ისევე როგორც ნინო ლომჯარია. სახალხო დამცველმა უყურადღებოდ დატოვა სააგეტო „მთავარის“ დარბევა. ერთი სიტყვაც კი არ თქმულა ტელევიზიებიდან, არც ქარტიიდან და არც სახალხო დამცველის აპარატიდან, იმიტომ, რომ ისინი იცავენ „ნაციონალურ მოძრაობას“. მე მათ არ განვიხილავ არასამთავრობო ორგანიზაციებად.

 

ვფიქრობ, ქართული საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, თუ რასთან გვაქვს საქმე. საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის დიდი მცდელობაა, რაც პრინციპში არ გამოუვიდათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში გვესმოდა კატასტროფული კრიზისებისა და საზოგადოების აღშფოთების შესახებ.


სრული საზოგადოების სახელით ლაპარაკობს ბოკერია, ვაშაძე,- რომელიც პირდაპირ რუსეთის დაზვერვის თანამშრომელია საქართველოში და მას მხარს უჭერდნენ, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო. ეს სულ რუსული პროექტებია, უბრალოდ შენიღბული სხვადსხვა, ვითომ ევროპული სახელწოდებებით. და ვინ არის საქართველოში დესტაბილიზაციით დაინტერესებული? რა თქმა უნდა რუსეთი. ისევე, როგორც - უკრანიაში. და ვინ უწყობს ამაში ხელს? ბოკერია და ის 32 ორგანიზაცია, რრომელიც გაერთიანებულია.  მაჭუტაძის პარტიაში მეორე ადამიანი ვინ არის? იქნებ მაჭუტაძემ მაინც გვითხრას, სხვამ არავინ იცის. გუბაზ სანიკიძე გამოდის და ვითომ სისხლის სუნს გრძნობს საქართველოში თურმე.


რუსეთისთვისაც უფრო სასიამოვნო მოსამსენია, რომ საქართველოში გუბაზ სანიკიძეს სისხლისღვრის სუნი სცემს. რაზე დაყრდნობით საუბრობენ ამაზე მაჭუტაძე და მამუკა გამყრელიძე, რომელიც, როგორც მე ვიცი, რუსეთის მოქალაქეა.


ასეთი ვითარებაა და მათ ქართული საზოგადეობა ბრმა და ყრუ ჰგონიათ, თუმცა ასე არაა. ამაში განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნებზე დარწმუნდებიან, როდესაც საზოგადოება ადგილს მიუჩენს იქ, სადაც მათი ადგილია, - პოლიტიკურ სანაგვეზე,“-აცხადებს გოგა ხაინდრავა.


 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ