პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
"ციხეში იმიტომ არ გიშვებთ, რომ სუნი არ დააყენოთ" - მიხეილ ყაველაშვილი სერგო რატიანს და თინა ბოკუჩავას 16.12.2019 16:17

ციხეში იმიტომ არ გიშვებთ, რომ სუნი არ დააყენოთ, - ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სერგო რატიანსა და თინა ბოკუჩავას ბიუროს სხდომაზე.

 

სერგო რატიანის მიმართვას პარლამენტის თავმჯდომარისადმი, რომლითაც ის 20 ივნისს დაკავებული პირების მონახულებას ითხოვდა, მიხეილ ყაველაშვილმა რეპლიკით უპასუხა, რასაც შემდეგ ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა.

 

„სუნი დგას აქ, ახლა ლაპარაკობთ ნორმალურად? ძალიან სერიოზულ საკითხზე შემოვედით, აწამებთ ადამიანებს, ნაწამები არიან ადამიანები,“ - აღნიშნა რატიანმა.

 

რის შემდეგაც ყაველაშვილმა მათ პარლამენტში გასულ კვირას გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ რამდენიმე პირის შეუძლოდ გახდომა შეახსენა.

 

„ჩვენ კარგი, არ გადარდებთ, მაგრამ პარლამენტის თანამშრომლები არ გადარდებდათ? არ გეცოდებოდათ? თქვე უსირცხვილოებო მართლა“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ