პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
პრეზიდენტი პარტიებს სიებში ყოველ მეთხუთმეტედ დიასპორის წარმომადგენლის ჩასმას სთავაზობს 16.12.2019 13:39

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ სუბიექტებს შესთავაზა, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში დიასპორის უკეთ ჩართულობისთვის, პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სიებში ყოველი მეთხუთმეტე დიასპორის წარმომადგენელი ჩასვან. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სასტუმრო "ბილტმორში" განაცხადა, სადაც ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია მიმდინარეობს.

 

პრეზიდენტის თქმით, მიმდინარეობს კანონმდებლობაზე მუშაობა, რათა დიასპორის წარმომადგენლებმა უფრო მეტად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობაში.

 

"აუცილებელია, რომ დიასპორის წარმომადგენლებს, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს, ყველა პოლიტიკური უფლება მივცეთ. ეს ნიშნავს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. სამწუხაროდ, დღევანდელი ჩვენი გაშლა საკონსულოების არ აძლევს ბევრ ჩვენ თანამემამულეს ფიზიკურ საშუალებას, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენი სიები არასრულყოფილია და ბევრი პრობლემაა, ამაზე მუშაობენ და კიდევ უფრო უნდა ვიმუშაოთ. უნდა იყოს იმის საშუალება, რომ პარლამენტში დიასპორა წარმოდგენილი იყოს. სხვანაირად დიასპორული ინტერესები არასდროს არ იქნება ისე წარმოდგენილი და გათვითცნობიერებული თუ არა იმ ადამიანებისგან, რომლებიც არიან დიასპორის ნაწილი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო მუშაობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დიასპორული ორგანიზაციების შესახებ კანონის ახლებურად გააზრებასა და მის შესაბამისობაში მოყვანაზე. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ