პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
„სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, აეროპორტები, პორტების შესაძლებლობების განვითარება ეს არის ჩვენი ეკონომიკის ინფრასტრუქტურა და საქართველოს ეკონომიკის მომავალი" 16.12.2019 12:25

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულმა საინვესტიციო ჯგუფმა ვერ შეძლო თავისი ვალდებულებების შესრულება, იმედი მაქვს, საქართველო აუცილებლად მიიყვანს ბოლომდე ანაკლიის პროექტს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პორტების განვითარება მთავრობის პრიორიტეტად რჩება.

 

„სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, აეროპორტები, პორტების შესაძლებლობების განვითარება ეს არის ჩვენი ეკონომიკის ინფრასტრუქტურა და საქართველოს ეკონომიკის მომავალი. ამიტომ ქვეყანა დიდ რესურსს ხარჯავს მაგისტრალების მშენებლობაზე, ბევრს მუშაობს ინვესტორებთან, რომ მოიზიდოს ინცესტიციები ჩვენი სატრანსპორტო პოტენციალის რეალიზებისთვის. ბუნებრივია, პორტების განვითარება რჩება ჩვენს პრიორიტეტად, ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულმა საინვესტიციო ჯგუფმა ვერ შეძლო თავისი ვალდებულებების შესრულება,იმედი მაქვს, საქართველო აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს ანაკლიის პროექტს",- განაცხადა თალაკვაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ