პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
„ღვთის ძალითა და შეწევნით, მალე ასეც მოხდება - როცა ოსმალეთს ამერიკა და ისრაელი ქურთების დახმარებით დაგიშლიან და საქართველოც თავისას დაიბრუნებს!“ 16.12.2019 01:13

გიორგი გიგაურის ბლოგი:

 

ოსმალო ნიშნავს ისტორიულ მტერს! ოსმალ-ფაშა, ჯერ ჩვენი ქართული ტაო-კლარჯეთი დაგვიბრუნე!

 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ერდოღანის განცხადებით, ის თურქი მესხების საქმეს ყველა პლატფორმაზე დაიცავს! მისი თქმით, საქართველოდან გადასახლებულ თურქ მესხებს სამშობლოში დაბრუნების საშუალება უნდა ჰქონდეთ და არავინ უნდა დარჩეს გულგრილი ამ ადამიანების წუხილის მიმართ, რომლებსაც 75 წელია სამშობლოში დაბრუნების ძლიერი სურვილი აქვთ!

 

ოსმალ-ფაშა! ჯერ ერთი, ,,თურქი მესხების" სამშობლოში დაბრუნება თუ გინდა, ოსმალეთში დააბრუნე! და მეორეც: თუკი ვინმეს აქვთ ისტორიულ ათასწლოვან სამშობლოში - ტაო-კლარჯეთსა და ერუშეთში დაბრუნების უძლიერესი გენეტიკური სურვილი, ეს სწორედაც რომ ქართველები ვართ! და, ღვთის ძალითა და შეწევნით, მალე ასეც მოხდება - როცა ოსმალეთს ამერიკა და ისრაელი ქურთების დახმარებით დაგიშლიან და საქართველოც თავისას დაიბრუნებს!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ