14.12.2019 22:13
მანჩო გიორგობიანის პოლიტიკური რეპლიკა:
„აი, შუა ომში, რუსეთის 58-ე არმია, სააკაშვილის ქვეყნის ღალატის გამო რომ შემოგრიალდა, პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძე -შელკუნჩიკი, მოსახლეობას რომ დანა-ჩანგლით თავდაცვისკენ მოგვიწოდებდა სრული სერიოზულობით, ეს იყო შოკი, თუ იყო!.. იქეთ პრეზიდენტმა მიატოვა ელჩები და გორში ფორთხავდა, აქეთ ამან დანა-ჩანგალიო, მაშინდელმა რუსთავი 2-მა (მაშინაც და ახლაც მთავარი არხი რომ ჰგონიათ თავი) მტერს უკარნახა - რეზერვისტები გორის სკოლაში დგანანო და 18-19 წლის ბიჭები დააბომბინეს, ძლივს გამოასწრეს ბავშვებმა... იქედან ბავშვები მორბოდნენ, აქედან ჩემი მეგობრები მიქროდნენ შუა ცეცხლში რეზერვისტი შვილების და სიძეების გადასარჩენად... დაღუპული ჯარისკაცების გადმოსვენებაზე რომ მხოლოდ საპატრიარქო ზრუნავდა და მთელი ნაც-ხროვის მთავრობა ერთმანეთს ასწრებდნენ წითელ ხიდზე , ეს ცალკე თემაა... და აი ესენი ილაპარაკებენ სალომეზე ეხლა ბევრს.. იმის მაგივრად, ციხეში ეყარონ!..“
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge