08.12.2019 22:49
„ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში ორმაგი პოლიტიკური სტანდარტის თემას ეხება და წერს:
„ტელევიზორის ჩართვა კომპლექსებში გადამივიდა - რა ჯანდაბაა ეს ამდენი მდარე, უნიჭო, არაფრისმომცემი თურქული სერიალი? რუსული მნოგო-სერიალნი კინოები არ მოსულა, ხო? სუ საინტერესო რამე-რუმეები ხდება მაგ რუსულებში. აააა, რუსეთი ოკუპანტია და არა, ხო? კი ბატონო! ოკუპანტია, მა რა არის?! აი, თურქეთი კი დიდი ქველმოქმედი და მიზანთროპია - ტერიტორიები წაგვართვა და დაგვიოკუპანტა კი არა, იხვეწება, ბარემ სტამბული წაიღეთ, გურჯებო, თქვენი იახში თვალების ჭირიმეო და ჩვენ არ მიგვაქვს - ძალიან თავმდაბლები ვართ,“ წერს ნანა გაგუა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge