ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
GE EN RU
„არაა ეს ხალხი ფსიქიურად ჯანმრთელი, მეტიც – საშიში გიჟები არიან, ფულით, საინფორმაციო საშუალებებით და თავისნაირებთან საერთაშორისო კავშირებით“ 05.12.2019 23:40

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მოკლედ, ვერ მოიწყენ ამ კრეტინიზმის შემხედვარე, თანაც ყველას ემუქრებიან – სახელმწიფო მოხელეებს, პოლიციელებს-გრძელი მეხსიერება გვაქვს და ყველას გაგებინებთ პასუხსო და მერე ისევ პოლიციას მოუწოდებენ მათი უმსგავსო ქმედებებისგან გაცოფებული მოქალაქეებისგან დაცვას. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ეს ხალხი ამავე დროს ყველა იმ ქვეყნის ხელისუფლებას აცხადებს არალეგიტიმურად და, შესაბამისად, მათ დამხობასაც საჭიროდ და აუცილებლად მიიჩნევს, სადაც შერეული ან მთლიანად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაა. ასეთი კი 160 ქვეყანაა. რა ყველა საოცრება ამ ჩვენს ბედკრულ სამშობლოს უნდა დაემართოს. თუმცა, რაღა უნდა გაგიკვირდეს მათი გუშინდელი სიმღერის შემდეგ. არის ამაში რაღაც სიმბოლური. ზუსტად ისეთივე კაკოფონიაა, როგორიც კოჰაბიტაცია. მოკლედ, არაა ეს ხალხი ფსიქიურად ჯანმრთელი, მეტიც – საშიში გიჟები არიან, ფულით, საინფორმაციო საშუალებებით და თავისნაირებთან საერთაშორისო კავშირებით. ამიტომ სასწრაფოდ უნდა ჩამოსცილდნენ საზოგადოებრივ ასპარეზს. ამის იურიდიულ საფუძველს კი ყოველდღე იძლევიან თვითონ“, – წერს სოსო მანჯავიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ