22.10.2026 18:29
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ალდემ" საქართველოში ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების ბოიკოტს მხარი დაუჭირა და მაშინ არ დაფიქრებულა, რომ ამ პარტიებმა საქართველოში კონკურენტუნარიან გარემოში და ამომრჩეველთა ნების ამსახველ არჩევნებში თავიანთი ამომრჩევლის ნება უარყვეს.
„მათ ამ პარტიებისთვის არ უთქვამთ, რომ ეს იყო დემოკრატიული პროცესის ჩაშლა და თავიანთი ამომრჩევლის უგულებელყოფა. რა არის დემოკრატიაზე დარტყმა, ეს მაშინ არ უთქვამთ. მაშინ აქაურ რადიკალებს ტაში დაუკრეს, აქციებისკენ მოუწოდეს და ბარიკადებისკენ მიუთითეს. ახლა ეს ზღაპრები თავიანთ ქვეყნებში თავიანთ მომიტინგეებს მოუყვნენ", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის" (ALDE) განაცხადა, რომ „მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვის საფრთხე ემუქრებათ, რაც პოტენციურად ასობით ათას ქართველ ამომრჩეველს ართმევს პოლიტიკურ წარმომადგენლობას".
საკონსტიტუციო სასამართლო ამ წუთებში განიხილავს „ქართული ოცნების" კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის", „ძლიერი საქართველო - ლელოს", „ფედერალისტების", „გახარია საქართველოსთვის" საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.