ოთხშაბათი, 7 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
რასა იუკნევიჩიენე – სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ, წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაიცადონ, თავისუფლების წყურვილი შიშზე ძლიერია 07.10.2026 22:08

 

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის სესიაზე დაგმო საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მცდელობები და მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს.

„ზოგი ფიქრობს, რომ საქართველო დაკარგული შემთხვევაა. ამბობენ: „შეეგუეთ ვითარებას, ვიყოთ რეალისტები". ბევრს ეგონა, რომ ჩვენ, ლიეტუველებიც დაკარგულები ვიყავით, მაგრამ ასე არ იყო. ქართველებს ხელი არ ჩაუქნევიათ. ხალხი კვლავ აპროტესტებს. უმრავლესობას კვლავ სურს ევროპული მომავალი. სწორედ ამიტომ არის ჩვენი გზავნილი დღეს მათთვისაც მნიშვნელოვანი. რეჟიმს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს. მან აიძულა გერმანული პოლიტიკური ფონდები, დაეხურათ თავიანთი ოფისები თბილისში. ის აპატიმრებს მათ, ვინც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის მუშაობს. ეს არ არის ძალა, ეს შიშია. ივანიშვილის რეჟიმმა, ქართველი ხალხის ნების უარყოფით, რუსეთი აირჩია. პუტინიზმი დამარცხდება. საქართველოს პუტინიზაცია განწირულია. რუსეთი არავისთვის არის მომავალი. უკრაინა კვლავ დგას და იბრძვის. სომხეთმაც გააკეთა თავისი არჩევანი მოსკოვის ზეწოლის მიუხედავად, ასე რომ, იმედი დაკარგული არ არის.

სწორედ ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ახლავე. სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ. წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაიცადონ. თავისუფლების წყურვილი შიშზე ძლიერია. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს. დიდება საქართველოს",- განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე.

70-მდე ევროპარლამენტარმა ექვსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, საქართველოსთან დაკავშირებით მოამზადა რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით „საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები".

რეზოლუციის პროექტის ავტორებს შორის არიან რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ტობიას კრამერი და მალგოჟატა გოშევსკა. პროექტის კენჭისყრა ხვალ, 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ