სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი: ბუნებრივია და ყველაფრის მართლებას ნუ დაიწყებენ 06.10.2026 10:52

 

„ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე „სასახლესთან ჩავიდეთ" იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები?" - წერს „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში.

მამუკაშვილი ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს.

აქტივისტი ამბობს, რომ კითხვები რომ ჩნდება, ბუნებრივია და ყველაფრის მართლებას ნუ დაიწყებენ.

„მაშინ, როცა 4 ოქტომბრის გამო ხალხს ცხოვრება დაენგრა, უბრალო ოჯახებს, ზოგ ახალგაზრდას ქვეყნიდან წასვლა მოუწია, ენატრებათ საქართველო და ვერ ჩამოდიან, 7 წლის ბავშვს სახლში შეუვარდნენ და დედამისი მის თვალწინ დააკავეს, ახალგაზრდა გოგოს 7 წელი მიუსაჯეს, რაც იმის განაჩენიც არის, რომ მოუნდეს, შვილს ვეღარ გააჩენს, მამა დაიჭირეს, რომელსაც 2 და 4 წლის პატარები ჰყავდა, ასევე მეორე მამა დაიჭირეს, რომელსაც 4 შვილი ჰყავდა და მათგან ერთს ღვიძლის დაავადება და მუდმივი მკურნალობა სჭირდება, ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე „სასახლესთან ჩავიდეთ" იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!

ის გარეთ იქნება თუ შიგნით, ეგ არის მეათასეხარიახოვანი და საკითხის მაგ ჭრილში გადატანა მიამიტობაა, მთავარი არის აი ეს აქცენტი: „ყველას ვთხოვ, მამაკაცური ძალა გამოირჩეს, ქალბატონები აქ უნდა იდგეთ. გამოდით მამაკაცური ძალა ბარათაშვილის პარკისკენ. შევიკრიბებით ახლა და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს" - ამის ავტორი 1 წლის მერე აღიარებს ბრალს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

მას რომ აკავებენ, ამბობს ასეთ რამეს: „არ დაელაპარაკოთ [ფინანსურ] რესურსიან ხალხს, აზრი არ აქვს, მაგაში დრო არ დახარჯოთ. ეძებეთ თქვენნაირი გულანთებულები, თქვენნაირი ხალხი. იქ მეტი სარგებელი იქნება, მეტი თანადგომა იქნება და მეტ საიდუმლოს შენახვაც იქნება. ეს მნიშვნელოვანია ძალიან. ენდეთ იმათ, ვისი ნდობის შინაგანი გრძნობაც გაქვთ. თუ რაღაც გკარნახობთ, რომ არ უნდა ენდოთ - არ ენდოთ იმას". საინტერესოა, თვითონ ვის დაელაპარაკა და ვის ენდო.

მურთაზ ზოდელავას ჯერ 2025 წლის 11 სექტემბერს აკავებენ ხაბეიშვილთან ერთად, ხოლო 2 დღეში ათავისუფლებენ გირაოთი. 2025 წლის 4 ოქტომბერს ის მიდის მიკროფონთან და ასახელებს პრეზიდენტის სასახლეს, უხმობს მამაკაცურ ძალას, მოკლედ, ყველაფრის თავი ეგ არის, სხვა ორგანიზატორებს უთქვამთ სასამართლოზე, ჩვენ არ ვიყავით საქმის კურსში ამ სასახლის ამბავზეო.

ჰოდა, ამ ყველაფერზე კითხვები რომ ჩნდება, ბუნებრივია და ყველაფრის მართლებას ნუ დაიწყებთ", -  წერს მამუკაშვილი.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ