22.09.2026 21:59
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.
გენერალური დებატების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მთავარი თემაა - „ნდობის აღდგენა, ტრანსფორმაციის მართვა: გაერო, რომელიც ყველასთვის შედეგიანად მუშაობს".
გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიტყვით 24 სექტემბერს მიმართავს.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.