ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
GE EN RU
კონკრეტული მაგალითები ვიცით, თუ როგორი გააფთრებით ცდილობენ ქვეყანას ძირი გამოუთხარონ - გიორგი ვოლსკი 21.09.2026 18:35

 

ყველას კარგად ახსოვს რა ოდენობის დანაშაული ჩაიდინა „ნაცმოძრაობის" რეჟიმმა. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით პოზიცია ჩამოვაყალიბეთ. 2012 წლიდან საკმაოდ ინტენსიური მსჯელობა იყო ამ საკითხზე და ვიფიქრეთ, რომ ცალკეული ლიდერები, ვინც განაპირობა ამ ხარისხის ბოროტი დანაშაულები, იმ ტერიტორიების დაკარგვის კონსპირაციული ვითარების ჩათვლით, უნდა ყოფილიყვნენ დასჯილები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა" პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

თუმცა, მისივე თქმით, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ხელისუფლების მიმართ რადიკალურად დაპირისპირებულ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა ჰქონოდა გასაქანი და შემდგომი საქმიანობის გაგრძელების საშუალება.

„განსაკუთრებით ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ პოლიტიკურმა ძალამ უკვე სისტემური ხასიათი მისცა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას. კონკრეტული მაგალითები ვიცით, თუ როგორი გააფთრებით და მოგონილი თემებით ცდილობენ ქვეყანას ძირი გამოუთხარონ. რეალობა გვაჩვენებს იმას, რომ სხვა გზა არ დარჩა, თუ არა ამ სისტემური დანაშაულების წყაროს დაკეტვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განვითარდება ქვეყანა.

წინასწარ ვერ ამოვიცნობ იმ ხალხს, ვინც შეიძლება პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდეს. არ იქნება ვალდებულებებით შებოჭილი, თუნდაც ფინანსური დახმარებების გამო და იმოქმედებს არა თავისი ქვეყნის სამტროდ, არამედ ჩვენთან პოლიტიკურ პოლემიკაში შემოსასვლელად. ახლა ამ თემასთან დაკავშირებით მკაფიო კონტურები არ გამაჩნია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უამისობა ნამდვილად არ იქნება", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ