პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
GE EN RU
შალვა პაპუაშვილი – "რეჟიმისგან" გაქცეული ნატა ფერაძე პირდაპირ „დიქტატურაში“ აღმოჩენილა 18.09.2026 18:09

„რეჟიმისგან" გაქცეული პირდაპირ „დიქტატურაში" აღმოჩენილა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი ეხმაურება „ფეისბუქ" პოსტის გამო გერმანიაში აქტივისტ ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.

„რა ბედისწერაა, რომ სოცმედიაში შეურაცხყოფის დასჯადობის დაუშვებლობაზე წარმოებული ენჯეოპროპაგანდა, ასე ლამაზად, მათივე ხელით დაიმსხვრა", - წერს შალვა პაპუაშვილი.

გერმანიაში მყოფმა ნატა ფერაძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფეისბუქ პოსტის გამო ბერლინში მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ