ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
GE EN RU
გურამ მაჭარაშვილი : უცხოური ძალების გათვლაა, დეზინფორმაციის კამპანია გაამწვავონ, რათა ხელისუფლებას მათთვის ხელსაყრელი ნაბიჯის გადადგმა აიძულონ 16.09.2026 22:33

 

ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი კომპანია ENKA-ს სასარგებლოდ საქართველოს მთავრობისთვის დაკისრებული ჯარიმის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება.

მისი განცხადებით, უცხოური ძალების მიზანია დეზინფორმაციის კამპანიის გამწვავება, რათა ხელისუფლებას მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება აიძულონ.

„უცხოური ძალების გათვლაა, გაამწვავოს დეზინფორმაციის კამპანია, რათა სწრაფად აიძულოს ხელისუფლება, გადადგას მათთვის ხელსაყრელი ნაბიჯი. სამწუხაროდ, მაშინ მოახერხეს ის, რომ „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით მიღებული იყო არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც ფინანსდებოდა გარედან. დღეს ჩვენ უნდა შევძლოთ და ის რეალობა, რომელიც ჩვენ ირგვლივაა, ბოლომდე დავიცვათ, რათა ნებისმიერი დეზინფორმაცია, რომელსაც ისევ ის უცხოური ძალა აფინანსებს, საზოგადოებაში არ გავრცელდეს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ